16 ნოემბერი 2024,   18:55
ვრცლად
გიორგი შერმადინმა სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, გიორგი შერმადინმა, ანდორას რიგებში მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. შერმადინის შედეგიანობის მიუხედავად, ანდორამ სტუმრად გრან კანარიას 85:98 დამარცხდა.

ქართველი მოთამაშე ძირითად ხუთეულში იმყოფებოდა და მოედანზე გატარებულ 28:26 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 3 დაფარება და 1 პასი მიითვალა.

ესპანეთის საკალათბურთო ლიგაში, ანდორა 11 მოგებითა და 18 მარცხით 12-13 ადგილებს ხუვენტუდთან იყოფს.

 

წყარო: GBF

დღის ამბები