ტურინის იუვენტუსი ზედიზედ 5-ჯერ გახდა სკუდეტოს მფლობელი, რაც ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
გუშინ, ბებერმა ქალბატონმა სტუმრად ფიორენტინა 1:2 დაამარცხა და მისი ჩემპიონობა ნაპოლის შედეგზე იყო დამოკიდებული.
ნაპოლი კი სტუმრად რომასთან 1:0 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში იუვენტუსს 12 ქულით ჩამორჩა. აქედან გამომდინარე დარჩენილ 3 ტურში ტურინელები მეტოქისთვის მიუწვდომელნიიყვნენ და სერია A-ს 2015-2016 წლების სეზონის გამარჯვებულებიც გახდნენ.
იუვენტუსი იტალიის ჩემპიონი 34-ედ გახდა.
ფოტო: არქივი