პოლონეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში ვისლა კრაკოვი-ტერმალიცას შეხვედრის დროს, ფეხბურთში იშვიათი ფაქტი დაფიქსირდა.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ტერმალიცა 2:1 მარცხდებოდა. გუნდმა კუთხურის ჩაწოდების უფლება მოიპოვა, რა დროსაც საჯარიმოში კლუბის მეკარე, სებასტიან ნოვაკი ჩავიდა. ნოვაკმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და მატჩის გმირი გახდა.
წყარო: Eurosport