გოლდენ სტეიტის მცველს, სტეფან კარის, მუხლის ტრავმის გამო 2 კვირის გამოტოვება მოუწევს.
გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშემ, მუხლი ჰიუსტონის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაიზიანა. ამერიკელმა კალათბურთელმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და მის გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
თუმცა, ოკლანდელები ლიდერის გარეშეც ჰიუსტონთან სერიას 3:1 იგებენ. გუნდებს შორის მეხუთე მატჩი 28 აპრილს გაიმართება.
წყარო: ESPN