ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა. მანჩესტერ სიტიმ მადრიდის რეალის უმასპინძლა. მატჩი ფრედ - 0:0 დასრულდა.
შეხვედრა სანახაობრივი თვალსაზრისით გულშემატკივრებს თავს ვერ დაამახსოვრებს. დაძაბული ბრძოლა ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. პირველ ტაიმში უფრო აქტიურად სიტის ფეხბურთელები თამაშობდნენ, თუმცა რეალური საგოლე მომენტი მატჩის მეორე ნახევარში შეიქმნა. ინგლისელების მეკარემ, ჯო ჰარტმა, ჯერ კაზემიროს დარტყმული თავური მოიგერია, ხოლო რამდენიმე წუთში კი პეპეს დარტყმულის განეიტრალება მოახერხა.
გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 4 მაისს მადრიდში გაიმართება.