16 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
მიშელ პლატინი საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება

უეფას ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც 6 წლის განმავლობაში საფეხბურთო საქმიანობა აუკრძალეს, საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება.

სასამართლომ მიშელ პლატინის საჩივართან დაკავშირებით გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს. აკრძალვა კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, რომელშიც ბრალი ფიფასაც ედება.

2011 წელს პლატინიმ ფიფასგან 2 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო, თუმცა უეფას პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ თანხა 1999-2002 წლებში საფეხბურთო ორგანიზაციაში მრჩევლად მუშაობისთვის გადაუხადეს და 9 წლიანი დაგვიანება ფეხბურთის მსოფლიო ფედერაციის ფინანსური მდგომარეობიდან იყო გამოწვეული. 

დღის ამბები