უკრაინის საფეხბურთო ჩემპიონატის 24-ე ტურში, დონეცკის შახტარისა და კიევის დინამოს ფეხბურთელები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
მოედანზე არეულობა მაშინ დაიწყო, როდესაც დონეცკელთა თავდამსხმელმა, ედუარდომ 78-ე წუთზე კიეველებს მესამე გოლი გაუტანა. შედეგით უკმაყოფილო დინამოს ფეხბურთელებმა კი აგრესია გამოხატეს. მსაჯმა მოედნიდან ტარას სტეპანენკო, ალექსანდრ კუჩერი და ანდრეი იარმოლენკო გააძევა.
შეხვედრა 3-0 დასრულდა, თუმცა შედეგს არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგანაც კიევის დინამომ ვადაზე ადრე გაინაღდა ჩემპიონობა, ხოლო დონეცკის შახტარს მეორე ადგილი უკავია.