16 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
ხავი - რეალი ელ კლასიკოში პატარა გუნდივით თამაშობდა

ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ხავი ერნანდესმა, 2 აპრილს გამართულ ელ კლასიკოზე გააკეთა კომენტარი. ხავის თქმით, რეალი ბარსელონას წინააღმდეგ პატარა გუნდის მსგავსად თამაშობდა.

"კამპ ნოუზე გამართულ შეხვედრაში რეალი პატარა გუნდივით თამაშობდა. ისეთი კლუბები, როგორებიც ბარსელონა და მადრიდის რეალი არიან, ატლეტიკოს სტილში არ უნდა ასპარეზობდნენ. ისინი ყველა მატჩში თავისი სათამაშო ფილოსოფიის მიმდევრები უნდა იყვნენ. დიეგო სიმეონეს ატლეტიკო შესანიშნავად ახერხებს მეტოქის ძლიერი მხარეების განეიტრალებას, მაგრამ მე არ მომწონს ისეთი გუნდი, რომელიც საკუთარ კართან ავტობუსს აყენებს," - განაცხადა ხავიმ.

მიმდინარე სეზონის მეორე ელ კლასიკო მადრიდის რეალის გამარჯვებით 1:2 დასრულდა. ლა ლიგას თანაბარი 85 ქულით ბარსელონა და ატლეტიკო ლიდერობს, სამეფო კლუბი კი მესამე პოზიციაზე იმყოფება და კონკურენტებს 1 მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

 

წყარო: goal.com

დღის ამბები