ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნმა მადრიდის ატლეტიკოს უმასპინძლა და ორი მატჩის ჯამში მოპოვებული უპირატესობის შედეგად ფინალში ატლეტიკო ითამაშებს.
მატჩის მიწურულს, მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მადრიდელების მთავარი მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, ბაიერნის კაპიტანს ფილიპ ლამს, რომელიც აუტის ჩაწოდებას ჩქარობდა ბურთი "დაუმალა", შემდეგ კი რატომღაც საკუთარი გუნდის წარმომადგენელს ხელი უბიძგა. სიმეონეს ამ მორიგ მცირე "ხულიგნობას" დიდი ალბათობით UEFA-ს სადისციპლიონო კომიტეტიც განიხილავს. Eurosport-ის შეფასებით კი ეს ეპიზოდი იდეალურად ახასიათებს არგენტინელ მწვრთნელს.
შეგახსენებთ, რომ სიმეონეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მალაგასთან მომხდარი ინციდენტის გამო, სეზონის ბოლომდე დისკვალიფიკაციით დასაჯა.
წყარო: Eurosport