16 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
ლუკა ტონიმ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ვერონას 38 წლის თავდამსხმელმა, ლუკა ტონიმ, კარიერის დასრულების შესახებ გააკეთა განცხადება. ტონის თქმით, იუვენტუსის წინააღმდეგ გასამართი შეხვედრა პროფესიონალურ დონეზე მისთვის ბოლო მატჩი იქნება.

"ფეხბურთში ძალიან ბევრი წელი გავატარე და ჩემთვის ძალიან მტკივნეული გადაწყვეტილება მივიღე - იუვენტუსთან მატჩი ჩემ პროფესიონალურ კარიერაში ბოლო იქნება. სიმართლე გითხრათ ძალიან ვნერვიულობ. ვერონაში 3 შესანიშნავი სეზონი გავატარე და მინდა კლუბს დიდი მადლობა გადავუხადო, იმისთვის რომ მაფასებდნენ და მუდამ საჭიროდ ვგრძნობდი თავს. ჩემთვის პატივია, რომ სწორედ ამ ფორმით ჩავატარებ ბოლო მატჩს," - განაცხადა მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა.

ლუკა ტონიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა. 

 

წყარო: ვერონას ოფიციალური Twitter-ის გვერდი.

დღის ამბები