ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18 წლამდე კალათბურთელთა გუნდმა თბილისის B ლიგის პირველობა მოიგო.
ფინალში მათ დაძაბულ და საინტერესო ბრძოლაში, ბოლო წამებზე 1 ქულის სხვაობით 58:57 დაამარცხეს ორბი.
გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებითა და დიპლომებით ვეტერანმა კალათბურთელებმა, მამუკა ლომიძემ, ვლადიმერ ძიძიგურმა და ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვეს.