16 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
სასამართლომ პლატინის სასჯელის ვადა შეუმცირა

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ უეფას ყოფილ პრეზიდენტს, მიშელ პლატინის, რომელსაც ფიფას ეთიკის კომიტეტმა ფეხბურთში ყოველგვარი საქმიანობა 8 წლით აუკრძალა, სასჯელის ვადა ოთხ წლამდე შეუმცირა.

ამ გადაწყვეტილებით პლატინის აპელაცია ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ამავდროულად, შემცირდა მისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმა - პლატინი 80 ათასი შვეიცარული ფრანკის ნაცვლად, 60 ათასის გადახდა მოუწევს.

სასჯელის შემსუბუქების მიუხედავად, სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ პლატინი პირადი სარგებლის მიღებაში და ფიფას ეთიკის კოდექსის დარღვევაში დამნაშავედ სცნო, თუმცა დაადგინა, რომ კომიტეტის მიერ დაწესებული სასჯელი ზედმეტად მკაცრი იყო.

დღის ამბები