ესპანური გამოცემა AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის ატლეტიკო გუნდის თავდამსხმელს, ფერნანდო ტორესს ახალ 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობს.
წყაროს ცნობით, ფეხბურთელს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილება მიღებული. 32 წლის ტორესს შემოთავაზებები MLS-იდან და ჩინეთის ლიგიდან აქვს და ამ ვარიანტებს სერიოზულად განიხილავს.
ატლეტიკოსთან ტორესის მოქმედი ხელშეკრულება სეზონის ბოლოს სრულდება.
მიმდინარე სეზონში ესპანელმა ფეხბურთელმა ლა ლიგაში 29 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 10 გოლი, 4 შედეგიანი გადაცემაა. ასევე, ტორესი ატლეტიკოსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის ფინალში რეალის წინააღმდეგ იასპარეზებს. შეხვედრა 28 მაისს გაიმართება.
წყარო: AS.com