ტურინის იუვენტუსმა, კლუბის კაპიტანთან , ჯანლუიჯი ბუფონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. ბუფონს გუნდთან მოქმედი ხელშეკრულება 2017 წლამდე აკავშირებდა და ახალი შეთანხმების საფუძველზე მეკარე ტურინში კიდევ ერთი წლით დარჩება.
იუვენტუსმა კონტრაქტი ანდრეა ბარძალისაც გაუგრძელა. იტალიელი მცველი კლუბის ღირსებას 2018 წლის ზაფხულამდე დაიცავს.
მიმდინარე სეზონში 38 წლის ბუფონმა სერია A-ში 35 შეხვედრა ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. ბუფონმა 926 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად. იუვენტუსმა კი ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა სკუდეტო.
წყარო: იუვენტუსის Twitter-ის ოფიციალური გვერდი.