16 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ქართველი ძიუდოისტების კიდევ ერთი წარმატება

ხანგრძლივი ჩავარდნის შემდეგ, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მძიმეწონოსანმა, ადამ ოქრუაშვილმა, საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება მოიპოოვა.

ყაზახეთში გამართულ გრან პრიზე, ევროპის შარშანდელმა ჩემპიონმა 300 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა ოქრუაშვილმა ნახევარფინალში მოიგო, თანაგუნდელთან და უმთავრეს კონკურენტთან – ლევან მატიაშვილთან. ფინალში კი ოქრუაშვილმა აზერბაიჯანის ნაკრების წევრ უშანგი კოკაურს შეხვედრის დასაწყისშივე იუკო აუღო და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა.

ალმაატაში 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა ლაშა შავდათუაშვილიც. საერთო ჯამში კი ჩვენმა ფალავნებმა 2 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ბრინჯაოს მედლები ნუგზარ ტატალაშვილმა და ლევან მატიაშვილმა დაისაკუთრეს.

ამ მონაგარით ქართველებმა გუნდურ ჩათვლაში ყველას აჯობეს, საერთოში კი ფრანგების შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს.

  

დღის ამბები