16 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
საქართველოს პირველობა ველოტრეკზე დასრულდა

დასრულდა საქართველოს პირველობა ველოტრეკზე, სადაც 70 მონაწილე ჩემპიონობისათვის სხვადასხვა დისციპლინაში იბრძოდა.

უძლიერესები 4 ასაკობრივ ჯგუფში-ელიტაში, 23 წლამდე, იუნიორებსა და მოსწავლეებში შეირჩა, რომლებმაც საპრიზო ადგილები გიტში-სპრინტში-გამოდევნებით ინდივიდუალურ და ჯგუფურ რბოლებში გაინაწილეს.

სპრინტში დავით ასხურავამ ყველას აჯობა, მომდევნო ადგილები ძმებმა ბექა და გიორგი ნარეკლიშვილებმა გაიყვეს. იუნიორებში პირველი ადგილი გიორგი პეტრინმა დაიკავა. მეორეზე თამაზ წერეთელი გავიდა, ხოლო მესამეზე თორნიკე აგლაძე. გიტი-ელიტა კი დავით ასხურავას გამარჯვებით დასრულდა, ამ დისციპლინაშიც მომდევნო პოზიციები ძმებმა ნარეკლიშვილებმა გაინაწილეს. იუნიორებში კი გიორგი პეტრინმა გაიმარჯვა.

დღის ამბები