ოლდ ტრაფორდის სტადიონზე ნაპოვნი საეჭვი პაკეტი კერძო კომპანიის თანამშრომლების მიერ წვრთნის შემდეგ შემთხვევით დატოვებული ნივთი აღმოჩნდა.
მომხდარის გამო მანჩესტერ იუნაიტედსა და ბორნმუთს შორის ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრა ჩაიშალა. საეჭვო პაკეტი მატჩის დაწყებამდე 20 წუთით ადრე აღმოაჩინეს, როდესაც ფეხბურთელები უკვე მოედანზე იმყოფებოდნენ. ისინი დაუყოვნებლივ დააბრუნეს გასახდელში, ტრიბუნებიდან კი გულშემატკივართა ევაკუაცია განხორციელდა.
საბოლოოდ, საეჭვო პაკეტი სპეციალისტებმა კონტროლირებადი აფეთქებით გაანადგურეს, გადადებული მატჩი კი ხვალ საღამოს გაიმართება.