16 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
ჟოზე მოურინიო მოედანზე შეიჭრა და კონტრშეტევა ჩაშალა

ლონდონის ჩელსის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, მექსიკაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მოედანზე შეიჭრა და კონტრშეტევა ჩაშალა.

ამხანაგურ მატჩში ერთმანეთს მექსიკის ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი ფიფას ლეგენდებს დაუპირისპირდა. მოურინიო კი მსოფლიო ნაკრების მწვრთნელი იყო. თამაში მექსიკის გამარჯვებით 9:8 დასრულდა. შეხვედრა საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და მასში მონაწილეობა შემდეგმა ფეხბურთელებმა მიიღეს: ლუიშ ფიგუ, რონალდინიო, სამუელ ეტოო, კარლეს პუიოლი, მარსელ დესაი, კლარენს ზეედორფი და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მოურინიო 2015 წლის დეკემბრის შემდეგ უმუშევარია და მისი განცხადებით, ის საფეხბურთო საქმიანობას ზაფხულში დაუბრუნდება. 

 

წყარო:Thesun.co.uk

დღის ამბები