16 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
დავიდ დე ხეას ულტიმატუმი - ან მე წავალ, ან - ვან გაალი

მანჩესტერ იუნაიტედის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის ბედი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი. The Guardian-ის ინფორმაციით კი კლუბის მეკარემ ხელმძღვანელობას ულტიმატუმი წაუყენა. თუ იუნაიტედში ვან გაალი დარჩება, მაშინ ესპანელი გოლკიპერი ტრანსფერზე დაყენებას მოითხოვს.

დე ხეას არ მოსწონს ჰოლანდიელი მწვრთნელის სათამაშო ფილოსოფია და ასევე, მეკარე უკმაყოფილოა იმით, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ იასპარეზებს.

გამოცემის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ იუნაიტედის მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნება, მაშინ პრემიერლიგის საუკეთესო მნეკარე კლუბში დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს დე ხეა მადრიდის რეალში გადადიოდა, თუმცა სატრანფერო პერიოდის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე სამეფო კლუბის ოფისში ფაქსის აპარატმა გაჭედა და მეკარის საბუთების დარეგისტრირება ვეღარ მოესწრო.

 

წყარო: The Guardian 

დღის ამბები