ევროპა ლიგის ფინალური მატჩის დაწყებამდე სევილიას და ლივერპულის გულშემატკივრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჯერჯერობით უცნობია ინციდენტის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, მხარდამჭერებმა ერთმანეთის პროვოცირება მოახდინეს. არეულობა უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის შემდეგ განიმუხტა.
შეხვედრა კი სევილიას გამარჯვებით 1:3 დასრულდა და ესპანური კლუბი ზედიზედ მესამედ გახდა ევროპა ლიგის გამარჯვებული.
წყარო: Eurosport