ბენფიკას ფეხბურთელმა, ნიკოლას გაეტანმა, პორტუგალიის თასის ფინალში მარიტიმუს წინააღმდეგ კლუბში ბოლო შეხვედრა ჩაატარა და ცრემლების შეკავება ვერ მოახერხა.
"აი, ასე უნდა კლუბის სიყვარული," - სწორედ ასე შეაფასა Eurosport-მა არგენტინელი ფეხბურთელის ემოციები. გაეტანი მატჩის მეორე ტაიმში შეცვალეს და სათადარიგო სკამზე ნახევარმცველმა გუნდთან დამშვიდობება ძალიან განიცადა.
გაეტანს ბენფიკასთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, თუმცა მან განაცხადა, რომ არწივების დატოვებას აპირებს. O jogo-ს ინფორმაციით, კი 28 წლის ნახევარმცველი მომავალი სეზონიდან მადრიდის ატლეტიკოს ღირსებას დაიცავს.
ბენფიკამ პორტუგალიის თასის ფინალში მარიტიმუ 6:2 დაამარცხა.
წყარო: Eurosport