16 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში პირველი ვარჯიში გამართა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპაში 15 დღიანი საწვრთნელი შეკრება დაიწყო. ეროვნული გუნდი 24 მაისიდან, ავსტრიის ქალაქ ლინცთან ახლოს მდებარე დაბა ფელდკირხენში, ერთი კვირა მოემზადება.

ვლადიმირ ვაისის განკარგულებაში 22 ფეხბურთელი იყო. გიორგი ჭანტურია ეროვნულ ნაკრებს უახლოეს დღეებში შეუერთდება. ქართველმა ფეხბურთელმა სადებიუტო ვარჯიში დუისბურგის საპლეიოფო მატჩის გამო გამოტოვა. გიორგი აბურჯანია კი, რომელსაც სეგუნდა დივიზიონში გადამწყვეტი შეხვედრები აქვს, საქართველოს ნაკრების მწვრთნელთან შეთანხმებით ეროვნულ გუნდს თვის ბოლოს შეურთდება. ნაკრებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამხანაგურ მატჩებში ჯანო ანანიძე გამოაკლდა.

ნაკრებს სამი დებიუტანტი ეყოლება; ჩეხური ტეპლიცეს მცველი, აშშ-ში დაბადებული ქართველი, ზურაბ ცისკარიძე პირველად მოირგებს ეროვნული გუნდის მაისურს, ასევე პირველად გამოიძახეს თბილისის დინამოს ნახევარმცველებიც - ჯაბა ჯიღაური და ვახტანგ ჭანტურიშვილი.

27 მაისს საქართველოს ნაკრები ქალაქ ველსში სლოვაკეთს დაუპირისპირდება, 3 ივნისს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებთან ჩაატარებს ამხანაგურ მატჩს, 7 ივნისს კი მადრიდში ესპანეთს შეხვდება.

 

წყარო: ფეხბურთის ფედერაციის Facebook-ის გვერდი.

დღის ამბები