NBA-ს 2015-2016 წლის ჩემპიონობისთვის გოლდენ სტეიტი და კლივლენდი იბრძოლებენ.
გოლდენ სტეიტმა გადამწყვეტ მეშვიდე შეხვედრაში ოკლაჰომა 96:99 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. სერიაში ოქროს შტატელებმა 4:3 მოიგეს. მატჩის საუკეთესო კალათბურთელი სტეფან კარი გახდა, რომელმაც 36 ქულა, 8 პასი და 5 მოხსნა მიითვალა.
ფინალური სერიის პირველი შეხვედრა ხვალ გაიმართება.