ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ მადრიდის რეალის პრეზიდენტს ბარსელონას გულშემატკივარმა მიმართა და უთხრა, რომ კატალონიური გუნდი სამეფო კლუბზე უკეთესია.
"თქვენ უნდა აღიაროთ, რომ ბარსელონა მაინც უკეთესი გუნდია"-განაცხადა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, რომელსაც პერესმა უპასუხა მადრიდის რეალის მიერ მოგებული ტიტულები დაასახელა.
"ბარსელონას 5 ჩემპიონთა ლიგას აქვს მოგებული, მადრიდის რეალს კი 11" - აღნიშნა პერესმა.
ამ დიალოგის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და რეალის გულშემატკივრები მას ბარსელონას მხარდამჭერებისთვის პასუხის გასაცემადაც იყენებენ.
შეგახსენებთ, რომ ფინალში რეალმა ატლეტიკო თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.