ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველად რბოლა ბაქოს ტრასაზე ჩატარდა და ევროპის გრანპრის გამარჯვებული მერსედეს ბენცის გერმანელი პილოტი, ნიკო როსბერგი გახდა. როსბერგმა ტრასის გავლას 1 საათი და 32 წუთი მოანდომა.
ფინიშთან მეორე მივიდა ფერარით სებასტიან ფეტელი, ხოლო მესამე ადგილზე ფორს ინდიას გუნდის წევრი მექსიკელი, სერხიო პერესი იყო.
ამ საინტერესო და დაძაბულ რბოლას აზეირბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი და ცნობილი ესპანელი მომღერალი, ენრიკე ეგლესიასიც ესწრებოდა.