კლივლენდი-გოლდენ სტეიტის ფინალური მატჩის დასრულებამდე 1 წუთი და 51 წამი რჩებოდა, ანგარიში კი ფრე 89:89 იყო. ამ დროს გოლდენ სტეიტმა სახიფათო კონტრშეტევა წამოიწყო და ერთი შეხედვით ოკლანდელები უნდა დაწინაურებულიყვნენ, თუმცა ლებრონ ჯეიმსმა უცხოური მედიის შეფასებით, NBA-ს ისტორიაში საუკეთესო დაფარება შეასრულა და ფარისკენ მიმავალ ბურთს დააფარა.
ამ ეპიზოდმა საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია და დარჩენილ დროში კლივლენდმა მოიპოვა უპირატესობა. კავალიერსმა 93:89 დაამარცხა გოლდენ სტეიტი და ისტორიაში პირველად გახდა NBA-ს ჩემპიონი.
ლებრონ ჯეიმსმა შედეგიანობითაც გამოჩინა თავი. ფინალურ მატჩში მან მოედანზე 47 წუთი გაატარა და 27 ქულა, 11 მოხსნა, 11 გადაცემა, 3 დაფარება, 2 ჩაჭრა მიითვალა. ასევე, ის გახდა პირველი კალათბურთელი, რომელმაც NBA-ს ფინალების ისტორიაში ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი ქულა, მოხსნა, გადაცემა, ჩაჭრა და დაფარება დააგროვა.
წყარო: Eurosport