შვეიცარიის ქალაქ ნიონში 2016-2017 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.
თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს. დინამოს მეტოქე სომხეთის ალაშკერტისა და ანდორის სანტა კოლომას შორის გამარჯვებული იქნება. საქართველოს ჩემპიონის მეტოქეს ვინაობა 5-6 ივლისს გახდება ცნობილი. საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 12-13 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები 19-20 ივლისს.
ასევე, ცნობილი გახდა სხვა ქართული კლუბების მეტოქეების ვინაობა ევროპა ლიგის გათამაშებაზე: კიშონოვის ზიმბრუ საჩხერის ჩიხურას შეხვდება. გორის დილას მეტოქე სომხეთის შირაქი იქნება, აზერბაიჯანის გაბალა კი სამტრედიას დაუპირისპირდება.