UEFA-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო გოლი დასახელა. საუკეთესო გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა და კრიშტიანო რონალდოს მიერ რომას კარში გატანილმა გოლმა ხმების 36 %-ი მიიღო.
17 თებერვალს რომის ოლიმპიურ სტადიონზე რეალმა ადგილობრივი კლუბი 0:2 დაამარცხა, რონალდომ ეფექტური დარტყმით გახსნა ანგარიში.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგა სამეფო კლუბმა მოიგო, პორტუგალიელი ფეხბურთელი კი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
წყარო: UEFA