კოპა ამერიკას ფინალში ერთმანეთს შარშანდელის მსგავსად ჩილე და არგენტინა დაუპირისპირდნენ და თასის მფლობელი კლავ ჩილეს ნაკრები გახდა.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ 0:0 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, სადაც უფრო ზუსტი ჩილელი ფეხბურთელები აღმოჩნდნენ და არგენტინა 2:4 დაამარცხეს.
ლიონელ მესიმ პენალტი ძალიან ცუდად დაარტყა და კარს ააცილა. აღსანიშნავია, რომ არგენტინამ ბოლო 3 წელში მესამე ფინალი წააგო.
მატჩის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
"სანაკრებო კარიერა ჩემთვის დასრულებულია. მე ძალიან ვცდილობდი და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ნაკრებს ტიტულის გარეშე ვტოვებ - ეს დიდი ტკივილია," - განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ შარშან ჩილემ კოპა ამერიკას ფინალში არგენტინა იგივე სცენარით - თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა.
2016 წლის ტურნირს ამერიკის შეერთებული შტატები მასპინძლობდა.
ვიდეო: Goalsarena.org