გუშინ ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 3 მეოთხედფინალისტის ვინაობა გახდა ცნობილი. ტურინირს მასპიანძელმა საფრანგეთის ნაკრებმა ირლანდია დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. შეხვედრის დებიუტში ანგარიში ირლანდიელებმა პენალტის ნიშნულიდან გახსნეს. ფრანგებმა მატჩის გადარჩენა მეორე ტაიმში ანტუან გრიზმანის დუბლის წყალობით მოახერხეს.
გერმანიის ნაკრებმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და სლოვაკეთი უპრობლემოდ 3:0 დაამარცხა. ბელგიამ კი უნგრეთს 4 უპასუხო გოლი გაუტანა.
მეოთხედფინალში საფრანგეთი ინგლისი-ისლანდიას წყვილს შორის გამარჯვებულს შეხვდება. გერმანიის მეტოქე იტალია-ესპანეთს შორის გამარჯვებული იქნება. ბელგია კი უელსს დაუპირისპირდება.
დღეს კიდევ 2 მატჩი გაიმართება და ყველა მეოთხედფინალისტი გაირკვევა. თბილისის დროით 20:00 საათზე იტალია-ესპანეთი, 23:00 საათზე კი ინგლისი-ისლანდია.
ვიდეო: Goalsarena.org