16 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ატირებული ლიონელ მესი და გასახდელში მიღებული გადაწყვეტილება - მესი ნაკრებიდან წავიდა

კოპა ამერიკას ფინალში ჩილესთან დამარცხების შემდეგ ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

"ასე ყველასთვის უკეთესი იქნება,"- განაცხადა მესიმ. ბარსელონას ლიდერმა და 5 გზის ოქროს ბურთის მფლობელმა ფინალურ მატჩში თერთმეტმეტრიანების სერიაში პენალტი ძალიან ცუდად შეასრულა და ნაკრებთან ერთად ზედიზედ მესამე ფინალი წააგო. მესი ძალიან გულდაწყვეტილი იყო და ჩილელი ფეხბურთელების ზეიმის დროს ცრემლებიც კი მოსდიოდა.

არგენტინელის განცხადებით სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება გასახდელში მიიღო.

"გასახდელში მივიღე გადაწყვეტილება, რომ ნაკრებში ჩემი დრო დასრულდა. ოთხი ფინალი წავაგე. მივდივარ, ასე უკეთესი იქნება ყველასთვის. მე ძალიან ვცდილობდი და რაც შემეძლო ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ნაკრებს ტიტულის გარეშე ვტოვებ - ეს დიდი ტკივილია," - განაცხადა 29 წლის ფეხბურთელმა.

მესიმ ნაკრებთან ერთად 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი, და 3 კოპა ამერიკას გადამწყვეტი მატჩი წააგო, თუმცა სანაკრებო კარიერაში მას 1 ოქროს მედალი აქვს, რომელიც 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მესი 31 წლის იქნება და იმედი გვაქვს, ლეო გადაწყვეტილებას შეცვლის და მუნდიალს არ დააკლდება.

 

დღის ამბები