საქართველოს 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა პირველად ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატზე და ელიტურ ათეულში დამკვიდრდნენ.
ფლეი ოფის უმნიშვნელოვანეს მატჩში საქართველოს ნაკრებმა იტალია 18:17 დაამარცხა, ხოლო შემდეგ საფრანგეთთან 24:27 წააგო.
ტურნირის გამარჯვებული კი ინგლისის ნაკრები გახდა. მანჩესტერში გამართულ ფინალში ინგლისელებმა ირლანდია 45:21 დაამარცხეს და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიპოვეს მსოფლიო ჩემპიონობა.