არგენტინის ნაკრებს ჩილესთან კოპა ამერიკას ფინალში დამარცხება ძვირად დაუჯდება. ლიონელ მესის შემდეგ ნაკრების დატოვების გადაწყვეტილება ხავიერ მასკერანომ და სერხიო აგუერომ მიიღეს.
სამივე ფეხბურთელმა გადაწყვეტილება ოფიციალურად განაცხადა. უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა მსგავსი თანაგუნდელების მსგავსად მოიქცნენ ანხელ დი მარია, ლავეცი, გონსალო იგუაინი და ლუკას ბილია.
ჯერჯერობით უცნობია, დატოვებს თუ არა თანამდებობას არგენტინის მთავარი მწვრთნელი, ტატა მარტინო.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ზედიზედ 3 ფინალი წააგო.
წყარო: 101greatgoals.com