საქართველოს მორაგბეთა ეროვნუმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში დაუმარცხებლად იასპარეზა. ბორჯღალოსნებმა 3 შეხვედრა გამართეს - სამოასთან ფრე 19:19, ტონგა 23:20 დაამარცხეს და ბოლოს რაგბის მსოფლიო რეიტინგში მე-10 ადგილის მფლობელ ფიჯის მათსავე მოედანზე უშანსოდ, 14:3 მოუგეს.
ფიჯის დამარცხების შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა გასახდელში იმღერეს და ერთმანეთს წარმატება მიულოცეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბის მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდა და ისტორიაში პირველად მე-11 პოზიციას იკავებს.
ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.