16 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ევრო2016 - იტალიის ნაკრებმა ესპანეთი ტურნირიდან გამოთიშა

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში იტალიის ნაკრებმა ტურნირის მოქმედი ჩემპიონი დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში ჯორჯო კიელინიმ 33-ე წუთზე გახსნა. იტალია პირველი ტაიმის განმავლობაში სრულ უპირატესობას ფლობდა და ესპანეთი რამდენჯერმე დავიდ დე ხეამ აშკარა გოლისგან იხსნა. მეორე ნახევარში კი ესპანელი ფეხბურთელები გააქტიურდნენ, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონმა რამდენიმე შესანიშნავი სეივი განახორციელა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ესპანეთს კონტრშეტევა გამოეპარა და გრაციანო პელემ შეხვედრაში საბოლოო ანგარიში - 2:0 დააფიქსირა.

მეოთხედფინალში იტალიის მეტოქე გერმანიის ნაკრები იქნება. 

დღის ამბები