საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის დებიუტანტმა ისლანდიის ნაკრებმა ინგლისის ნაკრები 2:1 დაამარცა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.
შეხვედრის მეოთხე წუთზე ანგარიში ვეინ რუნიმ პენალტის ნიშნულიდან გახსნა, თუმცა ისლანდიამ ბრიტანელებს პირველივე ტაიმში 2 უპასუხო გოლი გაუტანა და სახელოვანი მეტოქე ტურნირიდან გამოთიშა.
მეოთხედფინალში ისლანდიის მეტოქე საფრანგეთი იქნება.