საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები წყნარი ოკეანის კუნძულებიდან დაბრუნდა.
სამი შეხვედრა და არც ერთი მარცხი - ბორჯღალოსნებმა სამოასთან ფრედ 19:19 ითამაშეს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს რამდენიმე წამყვანი მორაგბე ვერ ეხმარებოდა, მათ მეორე შეხვედრაში ტონგას 23:20 მოუგეს. ტურნეს დასკვნითი მესამე მატჩი ქართველმა მორაგბეებმა ფიჯისთან ჩაატარეს და მეტოქე 14:3 დაამარცხეს.
წარმატებული ტურნეს შემდეგ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო რეიტინგში 1 პოზიციით დაწინაურდა და ისტორიაში პირველად მე-11 ადგილზე იმყოფება.