16 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
კრიშტიანო რონალდომ დაასახელა მიზეზი, რის გამოც ხორვატიასთან მოგება არ აღნიშნა

საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებმა 117-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით ხორვატია დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, წაგების გამო ტიროდა და მის დამშვიდებას სამეფო კლუბში თანაგუნდელები - კრიშტიანო რონალდო და პეპე ცდილობდნენ.

რონალდოს წარმატების შემდეგ სიხარული არ გამოუხატია და ამ თემით ჟურნალისტები დაინტერესდნენ. პორტუგალიელმა კი ასეთი პასუხი გასცა.

"რა თქმა უნდა მე გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ არ შემეძლო აღმენიშნა, რადგანაც ჩემი ძმა, ლუკა მოდრიჩი ტიროდა. ჩემი მოვალეობა იყო, რომ ჩემი ძმა გამემხნევებინა," - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში პორტუგალია პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 30 ივნისს გაიმართება. 

 

წყარო: 101greatgoals.com

დღის ამბები