საფეხბურთო სამყარო მესის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია. არგენტინელი ფეხბურთელი უჩვეულოდ და ერთმანეთის მიყოლებით ეხვევა სკანდალებში.
დღეს ერთ-ერთმა ამერიკულმა გამოცემამ გამოაქვეყნა სურათები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ლიონელ მესი ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე მამასთან ერთად ბაჰამის კუნძულებზე იმყოფებოდა და კაზინოში თამაშით ირთობდა თავს.
მესი კოპა ამერიკას ფინალში დამარცხების შემდეგ ძალიან შეიცვალა. ლეოზე კატალონიის ბარსელონა ძალიან ნერვიულობს. კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადებით ფეხბურთელს ღიად დაუჭირა მხარი. მესის კარიერაში ყველაზე რთული პერიოდი უდგას და დიდი ალბათობით, ეს ყველაფერი ფეხბურთელის თამაშზე ცუდად აისახება.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სასამართლომ ლიონელ მესის გადასახადების დამალვის გამო 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ესპანეთის კანონმდებლობის მიხედვით, თუ სასჯელის ვადა 2 წელზე ნაკლებია, მაშინ შესაძლებელია ბრალდებულმა განაჩენი პირობითი პატიმრობის სახით მოიხადოს.
წყარო: 101greatgoals.com