მილანის პრეზიდენტმა, სილვიო ბერლუსკონიმ, ოფიციალურად დაადასტურა კლუბის ჩინელ ინვესტორებზე მიყიდვა.
გარიგების შემდეგ ბერლუსკონი 400 მილიონ ევროს მიიღებს, ჩინური ივესტორთა ჯგუფი კი მილანის 80%-ის მფლობელები გახდება და კლუბში 1.1 მილიარდი ევროს ინვესტიციას განახორციელებენ. (ამ თანხაში შედის აქციების სანაცვლოდ გადასახდელი თანხა, კლუბის ვალების დაფარვა, მომავალში განსახორციელებელი პროექტები და ტრანსფერები)
სერია A-ს გასულ სეზონში მილანმა მეშვიდე ადგილი დაიკავა და ევროთასების მიღმა დარჩა. საფეხბურთო ექსპერტები სატრანსფერო ბაზარზე როსონერის გააქტიურებას ვარაუდობენ.
შეგახსენებთ, რომ მომავალი სეზონიდან მილანს ვინჩენცო მონტელა გაწვრთნის.
წყარო: Thegardian