საფრანგეთში მიმდინარე ევროპის ჩემიონატზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა. ტურნირის მასოინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი გერმანია დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.
ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს ანტუან გრიზმანმა თერთმეტმეტრიანის საშუალებით გახსნა. მეორე ნახევარში კი ატლეტიკოს თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიის ნაკრებს რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ფრანგების მეკარემ, ჰუგო ლორისმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა.
ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრაში საფრანგეთი პორტუგალიას დაუპირისპირდება. ფინალი 10 ივლისს გაიმართება.