16 ნოემბერი 2024,   12:47
ვრცლად
სერენა უილიამსმა შტეფი გრაფის რეკორდი გაიმეორა

სერენა უილიამსის ისტორიული მიღწევა - 34 წლის ამერიკელმა ჩოგბურთელმა შტეფი გრაფის რეკორდი გაიმეორა და კარიერაში 22-ე დიდი სლემის ტიტული მოიგო.

უიმბლდონის გადამწყვეტ შეხვედრაში უილიამსის მეტოქე გერმანელი ანჟელიკა კერბერი იყო. მატჩი სერენას გამარჯვებით 7:5, 6:3 დასრულდა.

ხვალ კი კაცთა თანრიგის ფინალი გაიმართება. ერთმანეთს მილოშ რაონიჩი და ენდი მარეი დაუპირისპირდებიან.

დღის ამბები