კრიშტიანო რონალდო ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შვებულებაში იმყოფება. პორტუგალიელი ფეხბურთელი ლას-ვეგასში თავისი მეგობრის, კონორ მაკგრეგორის, ვარჯიშს დაესწრო.
სოციალურ ქსელში ორივე სპორტსმენმა სურათები გამოაქვეყნა. Eurosport-ის შეფასებით - "ეს ის უხერხული მომენტი იყო, როდესაც ფეხბურთელს პროფესიონალ მებრძოლზე უკეთესი პრესი აქვს". გამოცემამ რონალდოს და მაკრეგორის შეხვედრა ასე დაასათაურა - "კრიშტიანო რონალდომ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია".
"დღეს, ჩემი ძმა რონალდო სავარჯიშო დარბაზში მეწვია. ის უბრალოდ ცხოველია. მადლობა კრის და ჩემი პატივისცემა შენ," - დაწერა მაკგრეგორმა სოციალურ ქსელში.
მაკრეგორი UFC-ს ბრძლების გამარჯვებულია. მებრძოლს 19 გამარჯვება (17 ნოკდაუნით) და 3 მარცხი აქვს. რონალდომ კი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგა და პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
წყარო: Eurosport