ლა ლიგის სატურნირო ცხრილში ცვლილებებია - პირველი ადგილი მადრიდის რეალმა დაუბრუნა, რომელმაც ბარსელონას დამარცხებით ისარგებლა.
ბარსელონა მოულოდნელად სტუმრად დეპორტივოსთან 1:2 დამარცხდა. მადრიდის რეალმა კი სანტიაგო ბერნაბეუზე რეალ ბეტისს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა. პირველ ტაიმში კეილორ ნავასის უხეში შეცდომის შემდეგ ბეტისი დაწინაურდა. ტაიმის მიწურულს რონალდომ გაათანაბრა, გამარჯვების გოლი კი 81-ე წუთზე სერხიო რამოსმა თავური დარტყმით გაიტანა.
27 ტურის შემდეგ ლა ლიგას 62 ქულით სამეფო კლუბი ლიდერობს, მეორე ადგილს ბარსელონა 60 ქულით იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ რეალს 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.