15 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები დევისის თასისთვის ემზადება

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები 7-9 აპრილს დევისის თასის ევრო-აფრიკული ზონის მეორე ჯგუფში ლიტვის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრები მზიურში მდებარე საჩოგბურთო კორტებზე გაიმართება.

ეროვნული გუნდი მომავალ შეხვედრას საბრძოლო შემადგენლობით ხვდება. გთავაზობთ, საქართველოს ნაკრებისშემადგენლობას; ნიკოლოზ ბასილაშვილი, გიორგი ცივაძე, ზურა ტყემალაძე და ვაჟა შუბლაძე. გუნდის კაპიტანი დავით კვერნაძეა.

7 და 9 აპრილს საუკეთესოები ერთეულთა თანრიგში გამოვლინდებიან, 8 აპრილს კი წყვილთა შორის გამარჯვებულის ვინაობა გახდება ცნობილი. გამარჯვების შემთხვევაში საქართველო თურქეთი-შვედეთის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

დღის ამბები