პორტუგალიის სამოყვარულო ლიგაში უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. კანელას 2010-ის ფეხბურთელი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა.
ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მარკო გონსალესმა მეტოქესთან უხეშობის გამო წითელი ბარათი მიიღო და არბიტრის მიმართ უკმაყოფილება ამ ფორმით გამოხატა.
შეხვედრას პოლიციის თანამშრომლებიც ესწრებოდნენ და გონსალესი დააკავეს. მოყვარული ფეხბურთელი ორშაბათს სასამართლოს წინაშე წარსდგება. ამასთანავე კანელას 2010-ის ხელმძღვანელობამ მარკო გონსალესი გუნდიდან გარიცხა.
წყარო; 24.sapo.pt