15 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
საქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

FIFA-მ ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრები 4 პოზიციით დაწინაურდა. "ჯვაროსნები" ახალ რეიტინგში 274 ქულით, 122-ე ადგილზე იმყოფებიან.

საქართველოს ნაკრებმა მარტში ორი მატჩი გამართა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში სერბეთის გუნდთან 1:3 დამარცხდა. მეორე შეხვედრაში კი, რომელიც ამხანაგური იყო ლატვიის ნაკრები 5:0 გაანადგურა.

ცვლილებებია პირველ ათეულშიც - ბრაზილიის ნაკრებმა არგენტინას პირველობა ჩამოართვა. კოლუმბია მეხუთე ადგილზე გადავიდა, ხოლო ბელგია მეშვიდეზე დაქვეითდა. ათეულიდან გავარდა ურუგვაის ნაკრები და ამჟამად მე-15 ადგილზე იმყოფება.

დღის ამბები