ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, დევისის თასის შემდეგ მაროკოში გაემგზავრა, სადაც მარაქეშის ტურნირზე (თიხის საფარი, ATP 250) იასპარეზებს.
ბასილაშვილის პირველი მეტოქე ირჟი ვასელი იქნება, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 53-ე ადგილზე იმყოფება. ჩეხი ჩოგბურთელის რეიტინგში კარიერის საუკეთესო პოზიცია 35 იყო და მას ATP-ის რანგის 1 ტურნირი აქვს მოგებული. ქართველი ჩოგბურთელი კი რეიტინგში 57-ე ადგილს იკავებს.
შეხვედრა 12 აპრილს, თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.