15 ნოემბერი 2024,   17:11
ვრცლად
რეალის 7 ფეხბურთელი რონალდოს წინააღმდეგ გაერთიანდა

donbalon.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მადრიდის რეალის 7 ფეხბურთელი - გარეთ ბეილი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი, ალვარო მორატა, მარკო ასენსიო, მატეო კოვაჩიჩი და ლუკას ვასკესი, სამეფო კლუბის მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს შეხვდა და კრიშტიანო რონალდოს სათადარიგოთა სკამზე დასმა მოითხოვა.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელების უკმაყოფილება რონალდოს სათამაშო ფორმამ გამოიწვია და მათი აზრით, მოედანზე ის ფეხბურთელები უნდა გადიოდნენ, რომლებიც უკეთეს ფორმაში იმყოფებიან.

თანაგუნდელების პრეტენზიების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ რონალდოს მიმდინარე სეზონში 26 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით გუნდში საუკეთესოა. შეგახსენებთ, რომ მადრიდის რეალი ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება. შეხვედრა 12 აპრილს 22:45 საათზე დაიწყება. 

დღის ამბები