ჩემპიონთა ლიგის თამაშის წინ ამ დროისთვის დაუდგენელი პირების მიერ დორტმუნდის ბორუსიას ავტობუსზე თავდასხმა განხორციელდა. რის შედეგადაც ჩაიმტვრა ავტობუსის ფანჯარა და დაზიანდა კლუბის მცველი მარკ ბარტრა, რომელიც ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება.
გავრცელებული ცნობით, კლუბის სხვა ფეხბურთელები არ დაშავებულან და უსაფრთხოდ იმყოფებიან. შედეგად დღეს დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო და ხვალ გაიმართება.